„ლადო პაპავასთან ერთად თანამდებობა თამარ სანიკიძემ უნდა დატოვოს!“ – ირაკლი ღლონტი
საქართველო, თბილისი - 15:04 | 14.03.2016 ნანახია: 3064
„რეფორმატიორების" თავმჯდომარე კიდევ ერთხელ ეხმიანება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს და განცხადებას ავრცელებს. ირაკლი ღლონტი რექტორს სუსტ მენეჯმენტში ადანაშაულებს. პარტიის თავმჯდომარე ლადო პაპავას და განათლების მინისტრს თანამდებობიდან გადადგომას ურჩევს, რადგან მიიჩნევს, რომ სტუდენტებისთვის არაავტორიტეტული პირები თანამდებობაზე არ უნდა რჩებოდნენ.
„ვუყურებ ორ ურთიერთდაპირისპირებულ ბანაკად ჩამოყალიბებულ სტუდენტებს, ეს უკვე ტრაგედიაა. ვფიქრობ, ამაში დამნაშავეა ყველა ის პასუხისმგებელი ხელმძღვანელი თანამდებობის პირი, რომელიც ვალდებული იყო უნივერსიტეტის ეფექტური მენეჯმენტის წარმართვაზე.
მე თვითონ ვსწავლობდი უნივერსიტეტში, რომლის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ სტუდენტებისთვის შექმნილიყო ჯანსაღი გარემო სწავლა–განათლების მისაღებად და სტუდენტების პოლიტიკური ზეგავლენისგან დასაცვად, ეს იყო თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი (თეუსუ), რომლის რექტორის, ბატონი გურამ თავართქილაძის უშუალო დამსახურებით, უნივერსიტეტი და მისი არც ერთი სტუდენტი, არასდროს მოვქცეულვართ არც ერთი სახელისუფლებო დაწესებულებისა, თუ პოლიტიკური ძალის გავლენის ქვეშ.
მე თვითონ გახლდით ამავე უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე და არასდროს ჩავრთულვართ პოლიტიკურად მართულ პროცესებში, არასდროს დაგვჭირვებია საპროტესტო აქციების გამართვა. ეს არ იყო მარტივი, ამის გამო რექტორს მწვავე დაპირისპირებაც ჰქონდა ხელისუფლებასთან, თუმცა, ჩვენ სტუდენტები ვიყავით აბსოლუტურად დაცული. უნივერსიტეტი წინა ხელისუფლების დაპირისპირებას შეეწირა და ის რექტორის გარდაცვალების შემდეგ უკანონოდ თსუ–ს მიუერთეს, ასე დასაჯეს პოლიტიკისგან შორს მდგარი ცოდნის ტაძარი, თუმცა პოლიტიკური სიბინძურისგან ასე გადავრჩით ჩვენ.
როცა მე მაქვს ღირსეული რექტორის მაგალითი, ვერ ვპატიობ თსუ–ს რექტორს სუსტ მენეჯმენტს და სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებ მას დღევანდელ მწვავე პროცესთან მიმართებით, ლადო პაპავამ დღეს უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. თანამდებობიდან გადადგომას ვურჩევ ასევე მინისტრს, რომელსაც არ უსმენენ სტუდენტები, და მიმაჩნია, რომ სტუდენტებისთვის არაავტორიტეტულმა თანამდებობის პირებმა უნდა დატოვონ თანამდებობა. " – ნათქვამია ღლონტის განცხადებაში.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















