თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
საქართველო, თბილისი - 15:38 | 15.03.2016 ნანახია: 2201
თბილისის მერია ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდან საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ბრალდებებს ეხმაურება.
„დღეს, ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე დედაქალაქის მთავრობის მისამართით გაჟღერდა ბრალდებები საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით, კერძოდ ნაციონალური მოძრაობის წევრები აპელირებენ მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ზღვრული ფასების მიუთითებლობაზე და ამბობენ, რომ აღნიშნული საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას უკავშირდება.
იმისათვის, რომ საზოგადოება არ იქნას შეცდომაში შეყვანილი განვმარტავთ, რომ სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა ხარჯთაღრიცხვის პოზიციების ერთეულების ზღვრული ფასების მითითებით პირველად 2016 წლის იანვარში გამოცხადდა. შესაბამისად, ტენდერებში აღნიშნული ზღვრული ფასების მითითების პრაქტიკა, სწორედ, დედაქალაქის ახალმა მთავრობამ დანერგა და წინა ხელისუფლების დროს ქალაქ თბილისის მერიის მიერ სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერებში არასოდეს ყოფილა გამოყენებული.
ამასთან, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ტენდერში ზღვრული ფასის მითითება სავალდებულო არ არის და თითოეული შესყიდვის სპეციფიკიდან გამომდინარე, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს სატენდერო კომისია.
შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ გავრცელებული ინფორმაცია და ბრალდებები, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება“, - ნათქვამია განცხადებაში.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















