„მზიურის“ პარკის ტერიტორიის მოწყობასთან დაკავშირებით მასშტაბური სამუშაოები იწყება
საქართველო, თბილისი - 10:02 | 21.03.2016 ნანახია: 2092
თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან, მერიის სტრუქტურაში შემავალი სამსახურების უფროსებთან და ვაკისა და საბურთალოს რაიონების გამგებლებთან ერთად, დღეს, მდინარე ვერეს ხეობისა და „მზიურის“ პარკის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც ვერეს კალაპოტის ფორმირების პროცესის მიმდინარეობა შეამოწმა და შესაბამის სამსახურებს კონკრეტული დავალებები მისცა.
ვერეს ხეობაში საინჟინრო ნაგებობებზე სამუშაოები დაწყებულია და ძალიან მალე დამთავრდება, პარალელურ რეჟიმში კი, ჩვენ ვიწყებთ მიმდებარე ტერიტორიის გასუფთავებას, გამწვანების ღონისძიებებს. განხორციელდება სკოლის შენობის დემონტაჟი, რომელიც ამას აუცილებლად საჭიროებსდა შესაბამისად, მოსწორდება ტერიტორია. მაქსიმალურად ინტენსიურად იმუშავებს ყველა სამსახური, იმისათვის, რომ ეს ტერიტორია დაუბრუნდეს პირვანდელ სახეს, იყოს სათანადოდ გამწვანებული, მოწესრიგებული, ისე რომ თითოეული ადამიანი, ვინც ამტერიტორიაზე გაივლის, მიიღოს მაქსიმალური სიამოვნება, დაისვენონ, რაც ყველაზე მთავარია.„მზიური“ დაუბრუნდება თავის პირვანდელ სახეს, საკმაოდ საინტერესო პროექტი გვაქვს დაგეგმილი, არა მხოლოდ გამწვანების თვალსაზრისით, არამედ ბავშვებისთვის - მოეწყობა გასართობი, სარეკრეაციო სივრცე და ყველაფერი გაკეთდება ისე, რომ სულ სხვა ეფექტი ექნება ვერეს ხეობას,”- განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის დავალებით, მდინარე ვერეს ხეობაში მასშტაბური დასუფთავების სამუშაოები ჩატარდება, მოსწორდება ტერიტორია და მდინარის კალაპოტის ფორმირება მოხდება. ამასთან, განხორციელდება „მზიურის“ პარკის ტერიტორიაზე მდებარე სკოლის დემონტაჟი, იქვე მდებარე მიწისქვეშა გვირაბში კი დამონტაჟდება განათება და დაიგება ახალი ფილები.
დავით ნარმანიამ მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის თანამშრომლებს დაავალა, მოინიშნონ ის ადგილები, სადაც უახლოეს პერიოდში ხე-მცენარეები დაირგვება. ზოოპარკის ტერიტორიაზე კი, გამხმარი ხეების სხვლა-ფორმირება დაიწყება. დედაქალაქის მერის დავალებით, მოწესრიგდება ტერიტორიაზე არსებული ქვეითთა გადასასვლელი ხიდები, სანიაღვრე ქსელები და ვერეს ხეობაში, ახალაშენებულ ხიდთან საყრდენი კედლის მშენებლობა დაიწყება.
„მზიურის“ პარკის ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონის, ტყე-პარკის, საგანმანათლებლო ცენტრის, სპორტული კომპლექსისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა იგეგმება.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















