28 მარტს, BFA-ს მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება
საქართველო, თბილისი - 11:09 | 26.03.2016 ნანახია: 2134
28 მარტს, 11:00-13:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის ორგანიზებით და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) მხარდაჭერით, პარლამენტში გაიმართება Smart Campaign-ის და გლობალური სტრატეგიული კონსალტინგის სფეროში ცნობილი ამერიკული ორგანიზაციის - Bankable Frontier Associates (BFA)-ის მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია - ''მომხმარებელთა დაცვა და მიკროსაფინანსო სექტორი საქართველოში: განვითარების შესაძლებლობის მქონე პასუხისმგებლიანი ბაზარი'' (იანვარი, 2016).
პრეზენტაციას წარმოადგენს Smart Campaign-ის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის წამყვანი სპეციალისტი დენიელ ბოლსონი, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული საქართველოში განხორციელებული კვლევის პროცესში.
Smart Campaign-ი მსოფლიო მოძრაობას წარმოადგენს, რომლის მიზანია მიკროსაფინანსო სექტორის ლიდერთა გაერთიანება ერთი მიზნის გარშემო: მოუფრთხილდნენ კლიენტებს, როგორც ინდუსტრიის მამოძრავებელ ძალას.
რამდენიმე წლის წინ, Smart Campaign- ის მიერ საფინანსო სექტორში კლიენტის დაცვის პრინციპების დანერგვის მიზნით ჩატარებულმა მსოფლიო კამპანიამ ცხადი გახადა, რომ ამ თემაზე დისკუსიას აკლდა ერთი უმნიშვნელოვანესი ხმა - თავად კლიენტის ხმა. აღნიშნული პრინციპების ჩამოყალიბებისას მნიშვნელოვანი იყო მთელი რიგი რისკების და პრობლემების გათვალისწინება, რომლებსაც მომხმარებლები ფინანსურ დაწესებულებებთან ურთიერთობისას აწყდებიან. შესაბამისად, შემუშავდა პროექტი „კლიენტის ხმა“ იმისათვის, რომ მომხდარიყო ოთხი ბაზრის: ბენინის, საქართველოს, პაკისტანისა და პერუს ბაზრების კლიენტთა თვალსაზრისის შესწავლა.
პროექტის ყველა ფაზას ხელმძრვანელობდა Smart Campaign-ის მმართველი გუნდი, ასევე:
- მრჩეველთა საერთაშორისო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა: World Bank, Inter-American Development Bank, Center for Financial Inclusion at Accion, George Mason University, Fletcher School at Tufts University; და
- მრჩეველთა ეროვნული საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ეროვნული ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD), CGAP, საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია და სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტები.
კვლევის მიზანი იყო იმის გაგება, თუ რას მიიჩნევენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კლიენტები პრობლემურად და რას უყურებენ დადებითად მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან მიმართებაში.
ანგარიშში წარმოდგენილია ხარისხობრივი და რაოდენობრივი კვლევის ძირითადი დასკვნები, კლიენტის დაცვის ის ძირითადი საკითხები, რომლებზეც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ამჟამინდელი და ყოფილი მომხმარებლები საუბრობენ.
აღსანიშნავია, რომ ქართულ სინამდვილეში საკმაოდ იშვიათია უკიდურესი და აშკარად ცუდი მოპყრობის მაგალითები, რომლებიც ესოდენ ხშირად გვხვდება სხვა ბაზრებზე. თუმცა, ასეთი წარმატების მიუხედავად, კლიენტების დაცვას საქართველოში კიდევ სჭირდება გაუმჯობესება, რადგან არსებობს ძნელად შესამჩნევი პრობლემები, რომლებიც კვლავაც დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ყველაზე უფრო გაჭირვებული მოსახლეობის ფინანსურ კეთილდღეობას.
გარდა პრობლემების ანალიზისა, ანგარიში ასევე შეიცავს რეკომენდაციებს იმის თაობაზე, თუ რა შეიძლება გააკეთოს დარგმა მომხმარებლის დაცვის უფრო ფუნქციური ეკოსისტემის წასახალისებლად. Smart Campaign-ი მიიჩნევს, რომ ყველა მოთამაშეს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია კლიენტის დაცვის კულტურის შექმნაში და გვთავაზობს გაუმჯობესების სტანდარტებსა და ინსტრუმენტებს.
ღონისძიებას დაესწრებიან პარლამენტის წევრები, მათ შორის ფრაქციებისა და კომიტეტების თავმჯდომარეები, აღმასრულებელი ხელისუფლების, ეროვნული ბანკის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















