9 საინტერესო ფაქტი ტყის ხანძრების შესახებ
საქართველო, თბილისი - 11:35 | 29.03.2016 ნანახია: 2116
ზაფხული გვიახლოვდება და თბება; ამასთან ერთად იზრდება ტყის ხანძრების გაჩენის საშიშროებაც. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტყის სექტორში კანონმდებლობის დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების მეორე პროგრამა, რომელიც საქართველოსა და სხვა ქვეყნებში ხორციელდება, წარმოგიდგენთ 9 ფაქტს ტყის ხანძრების შესახებ.
- ძველად საქართველოში ტყის ხანძრები შედარებით იშვიათად ჩნდებოდა და მათი მასშტაბიც უფრო მცირე იყო: წელიწადში სულ რამდენიმე ჰექტარი ზიანდებოდა. ბოლო წლებში ხანძრების პრობლემა გამწვავდა. ახლა კი, ყოველწლიურად ტყით დაფარული ტერიტორიის ასობით ჰექტარი ხვდება ხანძრების ზემოქმედების ქვეშ.
- კლიმატის ცვლილება და მისგან გამომდინარე ძვრები ამინდის ფორმირებაში (გახანგრძლივებული გვალვები და გაზრდილი საშუალო ტემპერატურა) ზრდის ტყის ხანძრების ალბათობას.
- ტყის ხანძრების სეზონი საქართველოში (პერიოდი, როდესაც ხანძრის გაჩენის ალბათობა უმაღლესია), ჩვეულებრივ, ზაფხულის თვეებს მოიცავს, როდესაც ჰაერის ტემპერატურა ძალიან მაღალია.
- ხანძრის გამომწვევი ბუნებრივი ფაქტორებიდან უმთავრესია მეხის დაცემა. მეხი განსაკუთრებით ხშირად აჩენს ხანძარს მშრალ რეგიონებში - იქ, სადაც შეიძლება იყოს ძლიერი ჭექა-ქუხილი მაგრამ ამ დროს ნალექი ატმოსფეროშივე ორთქლდებოდეს და მიწის ზედაპირს ვერ აღწევდეს. მეხის დაცემით ტყის ხანძრების დაახლოებით 7-10% ჩნდება.
- მეხის დაცემით ხანძრის გაჩენა გაცილებით უფრო მოსალოდნელია გადაბერებულ ტყეებში, სადაც ბევრი გამხმარი ხეა. ამიტომ ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული ხანძრები მნიშვნელოვან ეკოლოგიურ ფუნქციას ასრულებს: ისინი ტყის აღდგენა-გაახალგაზრდავებას უწყობს ხელს.
- წიწვოვანი ტყეები (ფიჭვი, ნაძვი) უფრო მოწყვლადია ხანძრების მიმართ, ვიდრე ფოთლოვანი.
- ტყის ხანძრების უმრავლესობას ადამიანი იწვევს. ხშირია ხანძრის გაჩენა უქმე დღეებში, როდესაც მეტი ადამიანი გადის ტყეში დასასვენებლად. ბოლომდე ჩაუმქრალი კოცონი, ტყის ბილიკზე დაგდებული სიგარეტის ნამწვი, სანთებელებით მოთამაშე ბავშვები - ეს ყველაფერი შეიძლება გახდეს ხანძრის მიზეზი. ადამიანის მიერ გამოწვეულმა ხანძარმა შესაძლოა შეცვალოს ტყის ბუნებრივი განვითარების (სუქცესიის) დინამიკა. მოსალოდნელია, რომ ამგვარი ხანძრის შედეგად დაირღვეს და ათწლეულების განმავლობაში აღარ აღდგეს ტყის ოპტიმალური (გარემო ფაქტორებთან ადაპტირებული) სახეობრივი შემადგენლობა.
- ტყეში დაყრილმა ნაგავმა ასევე შესაძლოა გამოიწვიოს ხანძარი. განსაკუთრებით სახიფათოა ცარიელი შუშის ბოთლები. მზის სხივების ქვეშ ბოთლი ლინზის მსგავსად მოქმედებს და ცეცხლს აჩენს. ცხადია, იგივე ეფექტი აქვს ძლიერი ლინზების მქონე ნებისმიერ მოწყობილობას. მზის გულზე საათობით დატოვებული ფოტოაპარატის ლინზას შეუძლია ხანძრის გაჩენა. ამოტომ აპარატი გამოყენების შემდეგ შალითაში უნდა მოთავსდეს.
- ძალიან ხშირია ხანძრის გაჩენა გაზაფხულსა და შემოდგომაზე ბალახისთვის ცეცხლის წაკიდებისგან. ბევრს სჯერა, რომ ძველი ბალახის დაწვის შემთხვევაში გაზაფხულზე ახალი ბალახი უფრო კარგად გაიზრდება. ეს მხოლოდ ნაწილობრივ არის მართალი, რადგან ცეცხლით გამთბარ მიწაზე ბალახი მართლაც უფრო სწრაფად იწყებს ამოწვერას. მაგრამ ეს დროებითი ეფექტია და მოგვიანებით ბალახის ზრდა ფერხდება, რადგან ცეცხლი შლის მიწაში არსებულ ზოგიერთ საკვებ ნივთიერებას და ამცირებს ნიადაგის პროდუქტიულობას.
ტყის სექტორში კანონმდებლობის დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების მეორე პროგრამა შვიდ ქვეყანას ეხმარება სატყეო მეურნეობის უკეთ გაძღოლაში. ესენია აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, რუსეთი, საქართველო, სომხეთი და უკრაინა, რომელთა ტერიტორიებზე ერთობლივად არსებული ტყე მსოფლიოს ტყეების 20%-ს შეადგენს.
ტყის სექტორში კანონმდებლობის დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების მეორე პროგრამას ევროკავშირი აფინანსებს. მისი განმახორციელებელი ორგანიზაციები არიან მსოფლიო ბანკი, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი და ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირი. ეს პროგრამა აერთიანებს მონაწილე ქვეყნების მთავრობებს, ტყის განმკარგავ უწყებებს, მეტყევეებს, ტყის მერქნული და არამერქნული პროდუქტებით დაინტერესებულ კერძო სექტორს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, გარემოს შესახებ ცოდნის გამავრცელებლებს და ტყეზე დამოკიდებულ სოფლად მოსახლე თემებს.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ www.enpi-fleg.org.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















