პირველად საქართველოში კანის ახალგაზრდული ფესტივალის შესარჩევი კონკურსი ჩატარდება
საქართველო, თბილისი - 18:03 | 06.04.2016 ნანახია: 1813
9 აპრილს თბილისი რეგიონში უპრეცედენტო ღონისძიებას უმასსპინძლებს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში მსოფლიო სარეკლამო სფეროს უდიდესი საერთაშორისო ფესტივალის, ,,Cannes Lions’’-ის შესარჩევი კონკურსი გაიხსნება. მსგავსი ღონისძიება აქამდე რეგიონის არც ერთ ქვეყანაში არ გამართულა.
კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის “Cannes Lions”-ის ახალგაზრდულ კონკურსში წელს საქართველო ოთხ კატეგორიაში მიიღებს მონაწილეობას. ყველაზე საუკეთესო ოთხ გუნდს შეარჩევს 30 კაციანი ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო პროფესიონალებისგან. ადგილობრივ კონკურსში გამარჯვებული გუნდები 2016 წლის ივნისში კანში საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრებიან და შეეცდებიან, გამარჯვება მოუტანონ საკუთარ ქვეყანას.
საქართველოში კანის ახალგაზრდული ფესტივალი წელს ოთხ კატეგორიაში ჩატარდება. ეს კატეგორიებია: ბეჭდური რეკლამა (9 აპრილს), ახალგაზრდა მარკეტერები (10 აპრილს), დიზაინი (16 აპრილს) და ციფრული კამპანიის დაგეგმვა (17 აპრილს).
ფესტივალში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 2016 წლის 4 აპრილს დასრულდა. საბოლოო ჯამში, დარეგისტრირდა 232 მონაწილე, 33 სარეკლამო სააგენტო და 45 საქართველოს ბაზარზე მოქმედი კომპანია, რომლებიც მარკეტერების კატეგორიაში იღებენ მონაწილეობას.
კრეატიული ინდუსტრიის განვითარებისთვის საქართველოში საკმაოდ დიდი პოტენციალი არსებობს და ამ პროცესს მაქსიმალურად უწყობს ხელს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან არის მაქსიმალური თანადგომა იმისთვის, რომ საქართველოს წარმომადგენლებმა შეძლონ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ახალი სიტყვის თქმა მსოფლიოს კრეატიულ ბაზარზე. სწორედ ამიტომ კონკურსში გამარჯვებულები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობით გაემგზავრებიან კანში.
„კანის ლომების“ ფესტივალს 62 წლის ისტორია აქვს. სარეკლამო ფესტივალი მიჩნეულია მსოფლიოში კრეატიულობის ყველაზე დიდ და პრესტიჟულ ჩემპიონატად. მასში მთელი მსოფლიოდან ერთვებიან სარეკლამო კომპანიები და მარკეტინგის სფეროში დასაქმებული ადამიანები. საქართველო ამ მარათონში ორი წლის წინ ჩაერთო - გასულ წელს ქვეყანას საცდელად მიეცა ერთი კატეგორია, წელს კი სრულად, ოთხივე კატეგორიაში ჩართვის უფლება მიენიჭა.
წლევანდელი პროექტის გენერალური მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, რომლის ხელშეწყობით საქართველო 4 გუნდით (8 ადამიანით) წარსდგება კანის ახალგაზრდულ ფესტივალზე მიმდინარე წლის ივნისის თვეში. პროექტში ჩართულია ქვეყნის ყველა წამყვანი სარეკლამო სააგენტო და დიდი კომპანია.
ღონისძიების ორგანიზატორია „კანის ლომების“ ქართული წარმომადგენლობა, ფესტივალის ოფიციალური მასპინძელია ტექნოპარკი.
პოლიტიკა
- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ „ჩრდილოვანი ფლოტის“ არცერთ ტანკერს აღარ მიეცემოდა მათ პორტებში შესვლის უფლება - ევროკომისიის პრესსპიკერი
- ვერავის შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით: ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღისა და ვერც როსტოვის, არც ჰააგის მექანიზმი გვაინტერესებს, არაფრის მოლოდინი არ მაქვს - ირაკლი კობახიძე
- საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია ეუთო-ს წევრ ბევრ ქვეყანას, მათ შორის მოსკოვის მექანიზმის ინიციატორ არაერთ ქვეყანას, იქით ასწავლოს დემოკრატია - კობახიძე
- ვიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას საფრანგეთთან, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მან ჰააგის ტრიბუნალში, ბრალდებულის სკამზე დაასრულოს - „ოპოზიციური ალიანსი“
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
- Tegeta X Reckless - როცა საჩუქარი ბრენდის ამბავს ჰყვება
- 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა აღარ აიკრძალება. გაიზრდება განბაჟების ტარიფი
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















