მახათას მთაზე 2000 ფოთლოვანი ხე-მცენარე დაირგო
საქართველო, თბილისი - 13:53 | 10.04.2016 ნანახია: 1990
მახათას მთაზე, ქალაქის შემოგარენის გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში, 2000 ფოთლოვანიხე-მცენარედაირგო. გამწვანების აქციაში თბილისის მერი დავით ნარმანია მერიისა და გამგეობების წარმომადგენლებთან ერთად ჩაერთო. აქციაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ასევე, რადიო „ფორტუნას“ თანამშრომლებმა.
„დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გამწვანების აქცია გვაქვს, ვინაიდან, სტუდენტები, ჩვენი მომავალი თაობაა ჩართული ამ ყველაფერში, რათა საკუთარი, უფრო კარგი მომავალი და უფრო კარგი გარემო შექმნან. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ეს ყველაფერი. დღეს ირგვება იფანი, ალვისა და თუთის ხეები, კომპაქტურად ამ ადგილას, რომელიც მომავალი განვითარების და განაშენიანების თვალსაზრისით, საკმაოდ, საინტერესო ტერიტორიაა. აღნიშნულ ტერიტორიაზე დარგული ხეების შემდგომ მოვლა პატრონობაზე იზრუნებს მერიის გამწვანების სამსახური. გარდა გამწვანების ღონისძიებისა, აქ, ამ ტერიტორიაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი გზა კეთდება, ეს არის სამება-მახათას დამაკავშირებელი გზა და შესაბამისად, ეს ტერიტორია ვითარდება ბევრი თვალსაზრისით,“- განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.
მახათას მთაზე, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის გასამწვანებლად იფანი, ალვის ხე და დეკორატიული თუთის ჯიშის ხე-მცენარეები სპეციალისტების რეკომენდაციებით შეირჩა. აღნიშნულ ტერიტორიაზე, ტყე-პარკის გაშენების მიზნით, 30 000 ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობების ხე-მცენარე გამწვანების საგაზაფხულო სეზონის დასრულებამდე დაირგვება.
აღსანიშნავია, რომ რგვები, დედაქალაქის მასშტაბით, სამი ძირითადი მიმართულებით, ქალაქის შემოგარენში ტყე-პარკების აღდგენა-გაშენების, ცენტრალური ქუჩების და პარკ-სკვერების გამწვანებისა და, ასევე, სხვადასხვა რაიონში ქარსაფარი ზოლების მოწყობის მიზნით ტარდება.
საგაზაფხულოგამწვანების ღონისძიებები მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება და აღნიშნულ პერიოდში ჯამში 80 700 წიწვოვანიდაფოთლოვანიჯიშისხედაირგვება.
მცენარეების დარგვის შემდეგ, მათ მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანიები უზრუნველყოფენ. 2016 წელს, თბილისის მასშტაბით, დაგეგმილია სულ 180 000 ნერგის დარგვა. 100 000 ხე-მცენარე, შემოდგომაზე, სეზონური რგვების ფარგლებში დაირგვება.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















