თბილისში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
საქართველო, თბილისი - 18:05 | 12.04.2016 ნანახია: 1914
2016 წლის 12 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარეობდნენ: საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე; ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან: ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველ მოადგილე, კურტ ტონგი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწე, ტომას მელია.
კომისიის სხდომას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მრჩეველი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საკითხებში, ვონ ტურეკიანი.
მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს საქართველო-აშშ-ის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, მათ შორის, ორმხრივი და რეგიონული საინვესტიციო პროექტები. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. ყურადღება გაამახვილეს ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სფეროებში სამომავლო თანამშრომლობაზე. რეგიონული ინტეგრაციის კუთხით განსაკუთრებულად აღინიშნა ახალი აბრეშუმის გზის მნიშვნელობა. ამერიკულმა მხარემ დაადასტურა სრული მხარდაჭერა საქართველოს რეგიონული, სატრანზიტო და ლოჯისტიკური ჰაბის ფუნქციის გაძლიერების პროცესში.
ქართულმა მხარემ ამერიკელ პარტნიორებს გააცნო საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმის გეგმა და მის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე. ამერიკელმა პარტნიორებმა პოზიტიურად შეაფასეს ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული რეფორმები და მხარდაჭერა აღგვითქვეს ქართული მხარის ინიციატივების განხორციელებაში.
„დღევანდელი შეხვედრა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისაკენ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. მოხარული ვარ, რომ ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავების კვალდაკვალ, გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში არსებული მნიშვნელოვანი პროგრესი, რაც კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას" _ განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი მზადყოფნა ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. „საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია, განსაკუთრებულ ძლიერ მხარდაჭერას კი აშშ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მიმართ იჩენს. ჩვენი სურვილია, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობა სიღრმისეულად და უწყვეტად გაგრძელდეს. 25 წლის განმავლობაში საქართველომ შთამბეჭდავი გამოცდილება დააგროვა ეკონომიკური განვითარებისა და კარგი მმართველობის სფეროში. დღეს გამართული დიალოგის ფარგლებში, ჩვენ შევიმუშავეთ ამბიციური დღის წესრიგი, რომელსაც შეუძლია ორი ქვეყანა მომდევნო 25 წლის, და შესაძლოა უფრო მეტი ხნის განმავლობაშიც, კიდევ უფრო მეტად დაუახლოვოს ერთმანეთს" _ განაცხადა ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველმა მოადგილემ, კურტ ტონგმა.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















